ავტორიზაცია

ნეიმარმა NBA-ს ვარსკვლავ რუდი გობერთან გადაიღო ფოტო, რომელიც მასზე 41 სმ-თი მაღალია

ნეიმარმა NBA-ს ვარსკვლავ რუდი გობერთან გადაიღო ფოტო, რომელიც მასზე 41 სმ-თი მაღალია
თარიღი 12 სექ 2021, 21:23

"იუტა ჯაზისა" და საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა, რუდი გობერმა "პსჟ"-ს თავდამსხმელ ნეიმართან ერთად გადაიღო ფოტო.

აღნიშნული ფოტო პარიზულმა კლუბმა თვითერზე კლუბის ოფიციალურ ექაუნთზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, გობერის სიმაღლე 216 სანტიმეტრია. ნეიმარზე იგი 41 სმ-თი მაღალია - ბრაზილიელის სიმაღლე 1,75 მეტრია.

გასულ სეზონში რუდიმ NBA-ს რეგულარულ სეზონში 71 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 14 ქულას აგროვებდა. ფლეი ოფში ფრანგმა კალათბურთელმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობას და გუნდს საშუალოდ იმავე 14 ქულით ეხმარებოდა.

იხილეთ ფოტო: