ავტორიზაცია

ბაიერნის დირექტორი: "რა თქმა უნდა, ჰოლანდს ვაკვირდებით, მაგრამ შეხედეთ ლევანდოვსკის"

ბაიერნის დირექტორი: "რა თქმა უნდა, ჰოლანდს ვაკვირდებით, მაგრამ შეხედეთ ლევანდოვსკის"
თარიღი 12 სექ 2021, 21:30

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდისადმი ინტერესი დაადასტურა.

"უკვე ვთქვი, რომ პროფანები ვიქნებით, თუ ჰოლანდს თვალყურს არ მივადევნებთ. მაგრამ უბრალოდ შეხედეთ ლევანდოვსკის, კარიერის საუკეთესო ეტაპზეა და 100 პროცენტით იხარჯება".

"რა თქმა უნდა, ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ჰოლანდია, უნდა აკვირდებოდე", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Sky90.

შეგახსენებთ, ჰოლანდი "დორტმუნდში" "ზალცბურგიდან" 2020 წლის იანვარში გადავიდა. ნორვეგიელს ბორუსიელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ფორვარდმა "დორტმუნდის" რიგებში 40 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 130 მილიონ ევროს შეადგენს.