VIDEO: სალაჰისა და მანეს გოლები - ლივერპულმა სტუმრად ლიდსი გაანადგურა

ინგლისის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით, "ლიდს იუნაიტედმა" შინაურ კედლებში "ლივერპულს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება მერსისაიდელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0.
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე მოჰამედ სალაჰმა გახსნა, 50-ე წუთზე კი ფაბინიომ იურგენ კლოპის შეგირდების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მე-60 წუთზე, "ლიდსს" მცველი, პასკალ სტრუიკი გაუძევეს, რომელმაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
მატჩში საბოლოო შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე სადიო მანემ დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "ლივერპული" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, "ლიდსი" კი 2 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა