VIDEO: 3-დან 3 გამარჯვება - მილანმა შინაურ კედლებში ლაციო ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "მილანმა" "სან სიროზე" "ლაციოს" უმასპინძლა და აუღელვებლად მოუგო.
აღნიშნული დაპირისპირება "როსონერიმ" ორბურთიანი სხვაობით იმარჯვა - 2:0.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, რაფაელ ლეაომ გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე კი ფრანკ კესიმ პენალტი გააფუჭა.
მე-60 წუთზე ლეაოს ნაცვლად მინდორზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოგვევლინა, რომელმაც ზუსტად შვიდ წუთში რომაელთა კარი აიღო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "მილანი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "ლაციო" კი 6 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა