ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მესამე გამარჯვება - მოურინიოს რომამ სასუოლოს ბოლო წუთებზე ელ შაარავის გოლით მოუგო

VIDEO: ზედიზედ მესამე გამარჯვება - მოურინიოს რომამ სასუოლოს ბოლო წუთებზე ელ შაარავის გოლით მოუგო
თარიღი 13 სექ 2021, 00:54

იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, "რომამ" შინაურ კედლებში "სასუოლოს" უმასპინძლა.

აღნიშნული დაპირისპირება რომაელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:1.

შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე ბრაიან კრისტანტემ გახსნა და ჟოზე მოურინიოს შეგირდები დააწინაურა.

სტუმრებმა 57-ე წუთზე ფილიპ ჯურიჩიჩის გოლით წონასწორობა აღადგინეს. 

"რომამ" სამი ქულის მოპოვება 91-ე წუთზე სტეფან ელ შაარავის მიერ გატანილი ბურთის წყალობით მოახერხა.

სატურნირო ცხრილში მოურინიოს კოლექტივი უდანაკარგოა და სამ ტურში მოპოვებული სამი გამარჯვებით "მილანთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს.

ვიდეომიმოხილვა