ავტორიზაცია

ბარსელონა ზამთარში რომას ლიდერის გადმობირებას ეცდება

ბარსელონა ზამთარში რომას ლიდერის გადმობირებას ეცდება
თარიღი 13 სექ 2021, 10:26

"ბარსელონას" "რომას" ნახევარმცველის, ლორენცო პელეგრინის შეძენა უნდა, იტყობინება Mundo Deportivo. როგორც აღინიშნება, პელეგრინის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თანხის დაკლება სურთ, რადგან ფეხბურთელს "რომასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება.

2020/21 წლების სეზონში რომაელთა ნახევარმცველმა 47 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, პელეგრინის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე დავამატებთ, რომ "ბარსელონა" პელეგრინით დაინტერესდა ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში, როდესაც კლუბს ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი ჩაეშალა.

როგორც ვიცით, ნიდერლანდელი ცენტრალური ნახევარმცველი ძალიან ახლოს იყო კატალონიაში გადასვლასთან, თუმცა "პარი სენ-ჟერმენის" სარდიანმა წინადადებამ ყველაფერი გადაწონა.