ავტორიზაცია

ლა ლიგა თუ პრემიერ ლიგა? - სებალიოსმა არჩევანი გააკეთა

ლა ლიგა თუ პრემიერ ლიგა? - სებალიოსმა არჩევანი გააკეთა
თარიღი 13 სექ 2021, 11:27

"რეალის" ნახევარმცველმა, დანი სებალიოსმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ მოსწონს ლა ლიგა პრემიერ ლიგაზე მეტად.

"არსენალის" გულშემატკივრები ძალიან მიყვარს, ამ გუნდში თამაში დაუვიწყარი გამოცდილებაა. პრემიერ ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანი ჩემპიონატია, სადაც ბევრი რამ ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული, მაგრამ მე ესპანეთის ჩემპიონატი უფრო მომწონს".

"ესპანეთში თამაშის რიტმი დაბალია, რაც ბურთის ფლობისა და შექმნის საშუალებას იძლევა. ინგლისში ადაპტაცია გავიარე, რადგან ფეხები მაქვს, მაგრამ იქ ყველა წინ და უკან დარბის.

ამიტომაც, ჩემთან ესპანეთის ჩემპიონატი უფრო ახლოს არის", - ციტირებს 24 წლის ესპანელის სიტყვებს Marca. შეგახსენებთ, რომ სებალიოსი "არსენალში" იჯარით თამაშობდა.

დანი ამჟამად იმყოფება "რეალის" განკარგულებაში, სადაც ოლიმპიურ თამაშებზე მიღებულ ტრავმას მკურნალობს. ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ მადრიდელთა ცენტრალური ნახევარმცველი ზამთარში "ბეტისში" დაბრუნდება.