ავტორიზაცია

"იტალიაში ორი გუნდს ვგულშემატკივრობ", - რონალდინიო

"იტალიაში ორი გუნდს ვგულშემატკივრობ", - რონალდინიო
თარიღი 13 სექ 2021, 13:06

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ "როსონერისა" და "მონცას" შედეგებს თვალყურს ადევნებს.

"ყოველთვის ვადევნებ თვალს "მილანს", მათ ყველაფერი კარგად აქვთ. იმედი მაქვს, გუნდი პროგრესირებას გააგრძელებს. საინტერესოა "მონცაც". ბერლუსკონი და გალიანი ჩემს გულში არიან.

"მონცას" სერია ა-ში ველოდები", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Tuttomercatoweb. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი "როსონერიში" 2008-2011 წლებში თამაშობდა.

რაც შეეხება "მონცას", ბერლუსკონისა და გალიანის კლუბი ამჟამად სერია ბ-შია და ორი ტურის შემდეგ, ოთხი ქულით მერვე ადგილს იკავებს. "თეთრ-წითლების" მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა არის.