ავტორიზაცია

"გვეგონა, რომ ეს-ესაა ვინმე გაგვაღვიძებს", - რუმენიგემ ბარსელონას განადგურება გაიხსენა

"გვეგონა, რომ ეს-ესაა ვინმე გაგვაღვიძებს", - რუმენიგემ ბარსელონას განადგურება გაიხსენა
თარიღი 13 სექ 2021, 15:41

„ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ, თავისი გუნდის „ბარსელონასთან“ მოპოვებული გამანადგურებელი გამარჯვება (8:2) გაიხსენა.

შეხვედრა 2019/20-წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგა და კატალონიური გუნდის განადგურებით დასრულდა. 

რუმენიგემ აღიარა, რომ მისთვის მომხდარის დაჯერება ძალიან უჭირდა.

„ეს ნამდვილი სიგიჟე იყო. ყველას გვეგონა, რომ გვეძინა და ახლა ვიღაცა გაგვაღვიძებს. მაგრამ არა. 

ვფიქრობ, ცხოვრებაში მსგავსი რამ იქამდე არასდროს განმიცდია, თითქოს ყველა ტრანსში ვიყავით.

მაშინ დავიჯერეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება რეალურად შეგვეძლო. ის, რაც ფლიკმა და გუნდმა ლისაბონში გააკეთეს, რაღაც გასაოცარი იყო.“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AS.

კორონავირუსით არეული სეზონის გამო, იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგა ოთხთა-ფინალის ფორმატში გაიმართა და ყველა შეხვედრა ერთ ქალაქში, ერთმატჩიან ფორმატში ტაარდებოდა.

ტურნირის ფინალში „ბაიერნმა“ „პსჟ“ 1:0 დაამარცხა და 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

ხვალ, ეს ორი გუნდი ერთმანეთს ისევ შეხვდება - ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 14 სექტემბერს „ბარსელონა" „ბაიერნს" კამპ ნოუზე უმასპინძლებს.