"პსჟ-ზე ერთი წამითაც არ მიფიქრია", - გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტის ყველაზე რთული მატჩი დაასახელა
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მისი გუნდისთვის ყველაზე რთული და სახიფათო მატჩი დაასახელა.
ცნობისთვის, „სიტის“ მეტოქეები ჯგუფში „პსჟ“, „ლაიპციგი“ და „ბრიუგე“ იქნებიან.
„ჯგუფში ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი „ლაიპციგთან“ გვექნება პირველივე ტურში. „პსჟ-ზე“ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რადგან უახლოეს შეხვედრაში ურთულესი მეტოქე გვეყოლება.
„ლაიპციგი“ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა - გუნდისგან, რომელიც ჩემპიონატში „ბაიერნს“ ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევდა - გუნდამდე, რომელიც მეორე-მესამე ადგილზე მუდმივად გადის და „დორტმუნდს“ დიდ კონკურენციას უწევს.
ვიცი ამ გუნდის რითმი და სათამაშო ხარისხი. ეს ჩვენთვის კარგი შემოწება იქნება.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Manchester Evenings News.
მატჩი „მანჩესტერ სიტი“ – „ლაიპციგი“ 15 სექტემბერს გაიმართება.