ავტორიზაცია

ჰოლანდიური ჰერენვენის ფეხბურთელმა სტაფილოს ჭამისას ყბა მოიტეხა

ჰოლანდიური ჰერენვენის ფეხბურთელმა სტაფილოს ჭამისას ყბა მოიტეხა
თარიღი 13 სექ 2021, 16:16

ნიდერლანდურ „ჰერენვენში“ მოთმაშე შვედი ფეხბურთელი, რამი კაიბი, უცნაურ გარემოებებში მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე კვირას გამოტოვებს.

„გარკვეული დროის წინ კაიბმა ყბაში სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, ვარჯიშიც გააგრძელა და ბუნებრივია, ჭამაც.

ერთ დღესაც, ის უბრალოდ სტაფილოს ჭამდა, რომელიც ზედმეტად მკვრივი აღმოჩნდა, რამაც ბზარი და ყბის მოტეხილობა გამოიწვია.“ - ამბობს Voetbalzone-ს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

რამი კაიბმა ახალ სეზონში თავისი გუნდის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები ჯერჯერობით არ სახელდება.

24 წლის მარცხენა მცველი „ჰერენვენში“ 2021 წელს გადავიდა, იქამდე კი შვედურ „ელფსბორგში“ ასპარეზობდა.