ავტორიზაცია

"არამგონია შესაძლებელი იყოს", - რუმენიგემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ჰოლანდისთვის ვერ იბრძოლებს

"არამგონია შესაძლებელი იყოს", - რუმენიგემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ბაიერნი ჰოლანდისთვის ვერ იბრძოლებს
თარიღი 13 სექ 2021, 17:16

„ბაიერნის“ მმართველობის ყოფილმა თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რომელიც თანამდებობა 2021 წლის ივნისში დატოვა, დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

„ვატცკეს ვიცნობ - ის სიტყვის კაცია. მან თქვა, რომ ამ ზაფხულს ერლინგს არ გაყიდიდნენ და ასეც მოიქცნენ. თუმცა, მომავალ სეზონში მისი შენარჩუნება უკვე გაცილებით მეტად გაჭირდება.

როგორც ვხვდები, ამ სეზონის ბოლოს ჰოლანდის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა გააქტიურდება (75 მილიონი ევრო - ავტ). ის გოლების გატანას არ წყვეტს და კლუბები უკვე რიგში უდგებიან, რათა აგენტი და თავად ფეხბურთელი მათთან გადასვლაში დაარწმუნონ.

ეს ნამდვილი აუქციონი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლანდის ფასი უკვე დაწესებულია, ფეხბურთელს წაიყვანს ის, ვინც ყველაზე მაღალ ხელფასს შესთავაზებს. არამგონია, რომ ეს „ბაიერნისთვის“ ან ბუნდესლიგის რომელიმე კლუბისთვის შესაძლებელი აღმოჩნდეს.“ - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს AS.