ავტორიზაცია

მარკოს ალონსომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირობის წოდებაზე რომელუ ლუკაკუს შანსები შეაფასა

მარკოს ალონსომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირობის წოდებაზე რომელუ ლუკაკუს შანსები შეაფასა
თარიღი 13 სექ 2021, 17:22

„ჩელსის“ მარცხენა მცველმა მარკოს ალონსომ, რომელუ ლუკაკუს მიერ პრემიერ ლიგის ოქროს ბუცის მოგების შანსებზე ილაპარაკა.

3 გამართულ შეხვედრაში ბელგიელმა ფორვარდმა 3 გოლის გატანა მოახერხა, ერთის „არსენალის“ კარში, ორის კი - „ასტონ ვილას“.

„რომელუმ დაამტკიცა, რომ შეუძლია. ის ძალიან ძლიერია, გოლებსაც სულ იტანს. რა თქმა უნდა, ლუკაკუ ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

კარგია, რომ ის „ჩელსიში“ თამაშობს. ბომბარდირთა დავა დაძაბული იქნება და რა თქმა უნდა, შანსი მასაც ექნება.

თუ მთელი გუნდი ითამაშებს ისე, როგორც „ასტონ ვილასთან“, ის გოლების გატანას გააგრძელებს. ვნახოთ, სეზონის ბოლოს რამდენი დაუგროვდება. იმედია, ის წარმატებების მიღწევაში დაგვეხმარება და რაც შეიძლება მეტ გოლსაც გაიტანს.“ - ციტირებს ალონსოს სიტყვებს „ჩელსის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.