ავტორიზაცია

"ბავშვივით გავიქეცი, თითქოს 12 წლის ვიყო და არა 58-ის", - მოურინიო გოლის გიჟურ აღნიშვნაზე

"ბავშვივით გავიქეცი, თითქოს 12 წლის ვიყო და არა 58-ის", - მოურინიო გოლის გიჟურ აღნიშვნაზე
თარიღი 13 სექ 2021, 21:29

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში "სასუოლოსთან" (2:1) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

პორტუგალიელი სპეცალისტისთვის აღნიშნული დაპირისპირება მის სამწვრთნელო კარიერაში მე-1000 აღმოჩნდა.

"ყველა მოვატყუე! უკვე რამდენიმე დღეა ვეუბნები გუნდს, რომ ეს მე-1000 მატჩი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ წაგების მეშინოდა!".

"საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ და ბავშვივით გავიქეცი, თითქოს 12 წლის ვიყო და არა 58-ის", - ციტირებს "განსაკუთრებულის" სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, მოურინიო "რომას" სათავეში ოფიციალურად 2021 წლის 4 მაისს ჩაუდგა.