VIDEO: დაბრუნდა და გაიტანა - ბერიძის გოლი უნგრეთის ჩემპიონატში!
უნგრეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში უიპეშტი ზალაეგერეშს მინიმალური ანგარიშით, 1-0 ამარცხებს.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ გაიტანა.
24 წლის შემტევმა ბოლოს 1 აგვისტოს ითამაშა, მას შემდეგ გუნდის დახმარებას ტრავმის გამო ვერ ახერხებდა.