ავტორიზაცია

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე დადგა - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! თანაც, რა მატჩით

ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე დადგა - ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება! თანაც, რა მატჩით
თარიღი 14 სექ 2021, 10:36

დღეს სამშაბათია, 14 სექტემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის საყვარელი და მონატრებული ჩემპიონთა ლიგა საქმეში ჯგუფური ეტაპით ბრუნდება.

მატჩების განრიგს რომ გადავხედოთ, 8 დაანონსებული მატჩიდან ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა ერთია, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართება. თუმცა, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

ორი შეხვედრა ნაადრევად არის გამოტანილი და 20:45 საათზე დაიწყება, დანარჩენი 6 მატჩი კი ტრადიციულად 23:00 საათზე გაიმართება.

„სევილია" - „ზალცბურგი" (20:45)

აღმავლობა და დაღმასვლა - ასე შეიძლება დახასიათდეს „სევილიას“ თამაში ლა ლიგის განვლილ სეზონში. გუნდი საუცხოო მონაკვეთებს არც ისე ძლიერ გუნდებთან მარცხით ანაცვლებად. მიუხედავად ამისა, ცხრილში მეოთხე ადგილმა გუნდს ჯგუფურ ეტაპში მონაწილეობის საშუალება მისცა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდი ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, მითუმეტეს რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანია იბრძოლოს რაღაც მეტზე, ვიდრე ევროპა ლიგის მოგებაა.

ავსტრიის ჩემპიონატში „ზალცბურგს“ ღირსებული მეტოქე არ ჰყავს. გუნდი მუდმივად და საკმაოდ მარტივად იგებს ჩემპიონატებს, რაც ჩემპიონთა ლიგაზე დათვურ სამსახურს უსრულებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ყოველწლიურად ეს გუნდი ევროთასებზე საკუთარ ქვეყანას ღირსეულად წარადგენს და ხშირად ლიდერებს ქულებს აკარგინებს. ფურცელზე, „ზალცბურგი“ მოახლოვებული მატჩის აუთსაიდერია, მაგრამ ჯგუფში უშანსოდ ნამდვილად არ არის.

სავარაუდო შემადგენლობები

„სევილია“: ბუნუ - აკუნია, რეკიკი, კარლოსი, ნავასი - რაკიტიჩი, გომესი, ხორდანი - არნაისი, სუსო, ენ ნესირი

„ზალცბურგი“: კონი - კრისტენსენი, ვობერი, სოლე, ულმერი - კამარა, ზაივალდი, ბრნარდუ - ადემი, სუჩისი, ადამუ.

„იანგ ბოიზი“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (20:45)

კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ პირველ მატჩში „მან.იუნაიტედმა“ „ნიუკასლი“ 4:1 გაანადგურა. პორტუგალიელის ტრანსფერი - ყველასთვის ძალიან ემოციური მომენტია, რომლის გამოც ფეხბურთელები საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნები გახდნენ. „წითელმა ეშმაკებმა“ სხვებზე უკეთ იციან, რომ ჯგუფის აუთსაიდერებს ზერელედ არ უნდა მოეკიდონ. შარშან გუნდი „ბაშაქშეხირთან“ დამარცხდა, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა.

MU vs Newcastle 4-1, Cristiano Ronaldo Scores Two Goals

„იანგ ბოიზმა“ ჯგუფური ეტაპისაკენ მიმავალ გზაზე „ფერენცვაროშთან“, „კლუჟთან“ და „სლოვან ბრატისლავასთან“ ითამაშა. გუნდი ძალიან მხიარულ ფეხბურთს თამაშობს - ბევრ გოლს იტანს და ბევრსაც უშვებს. თუმცა, ამ მატჩში ამის გაკეთება მათთვის ნაკლებანდ მომგებიანი იქნება, რამეთუ „წითელი ეშმაკების“ შემტევი ფეხბურთელების დონე უბრალოდ არაამქვეყნიურია, რასაც ვერ იტყვი შვეიცარიელებზე.

2018 წელს ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრა მაშინ ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა მოიგეს - შინ მინიმალური ანგარიშით, სტუმრად კი - გამანადგურებელი.

სავარაუდო შემადგენლობები:

„იანგ ბოიზი“: ბალმოსი - ჰეფტი, კამარა, ზესიგერი, გარსია - ფასნახტი, სიერი, ეიბიშერი, ნგამალეუ - სიბაჩუ, ელია

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა - ვან ბისაკა, ვარანი, მაგუაირი, შოუ - ფრედი, პოგბა - გრინვუდი, ფერნანდეში, სანჩო - რონალდუ.

„ბარსელონა“ – „ბაიერნი“ (23:00)

და აი, მოვედით დღევანდელი საღამოს მშვენებისკენ, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ორი ევროპული სუპერგრანდის დაპირისპირება, „ბარსელონა“ – „ბაიერნის“ მატჩს დამატებით ინტრიგას მათ მიერ გამართულ უკანასკნელ თამაშში დაფიქსირებული შედეგი სძენს - ლისაბონში „ბაიერნმა“ „ბარსელონა“ ლუის სუარესთან და ლეო მესისთან ერთად გააცამტვერა (8:2).

„ბარსელონაში“ ახალი, „პოსტ-მესის“ პერიოდი იწყება, ამიტომ ახლა რაიმეს წერა ამ გუნდის შარშანდელ შედეგებზე სრული აბსურდია - შარშან გუნდში ლეო მესი და ანტუან გრიზმანი იმყოფებოდნენ, დღეს კი შეტევას მემფის დეპაი ლიდერობს. ამიტომ, ეს სულ სხვა გუნდია, რომელიც ჯერ წესივრად საქმეში არ გვიხილავს.

„ბარსას“ ამ მატჩის წინ მცირე უპირატესობა გააჩნია - თუ უიქენდზე „ბაიერნს“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ლაიპციგთან“ მოუწია ჭიდაობა (ჭიდაობა კი არ შედგა და „ბაიერნმა“ 4:1 მოიგო, მაგრამ მაინც), „ბარსა“ ისვენებდა. იმიტომ, რომ სამხრეთამერიკაში სანაკრებო მატჩები 10 სექტემბრის გამთენიისას დასრულდა, 11-ში კი „ბარსელონას“ უკვე „სევილიასთან“ უნდა ეთამაშა. ამის გამო, მატჩი გადადეს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა, დღევანდელი „ბაიერნიც“ პრაქტიკულად ახალი გუნდია - გასულ ზაფხულს მიუნხენშიც საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა, პირველ რიგში - მწვრთნელის საკითხში. ამჟამად, „რეკორდმაისტერს“ 33 წლის ახალგაზრდა და პროგრესული მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი წვრთნის, რომელმაც თავი ჯერ „ჰოფენჰაიმში“ და შემდეგ „ლაიპციგში“ გამოიჩინა. 

სეზონი ორივე გუნდმა დაახლოებით ერთნაირად დაიწყო - „ბარსამ“ 3 გამართული მატჩიდან 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა„ „ბაიერნმა“ კი 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 3 მოიგო, 1-ხელ კი ფრეს დასჯერდა.

სავარაუდო შემადგენლობები

„ბარსელონა“: ტერ შტეგენი - რობერტო, არაუხო, პიკე, ალბა - პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი - კოუტინიო, ლუკ დე იონგი, დეპაი

„ბაიერნი“: ნოიერი - პავარი, უპამეკანო, ერნანდესი, დევისი - კიმიხი, გორეცკა - მუსიალა, მიულერი, სანე - ლევანდოვსკი.

ვერ ითამაშებენ: დემბელე, ფატი, ბრეიტვეიტი, აგუერო - ტოლისო

ეჭვქვეშ არიან: დესტი, ალბა - გნაბრი, კომანი.

საინტერესო ფაქტები: 

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 21 მატჩიდან 19 მოიგო

„ბაიერნმა“ „ბარსელონას“ ბოლო 6 ოფიციალურ შეხვედრიდან 5-ჯერ მოუგო

„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ გამართულ ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში მოახერხა 2.5-ზე მეტი გოლის გატანა, ისევე როგორც „ბაიერნმა“.

„ჩელსი“ – „ზენიტი“ (23:00)

ლონდონის „ჩელსი“ - თავისი ჯგუფის უპირობო ფავორიტია. თომას ტუხელის გუნდს ზურგს ჩემპიონთა ლიგის ტიტული უმაგრებს, ამიტომ შესაძლოა „პენსიონერებმა“ უფრო დიდი ფსონი პრემიერ ლიგის მოგებაზე გააკეთონ, რაც სეზონის დასაწყისიდან გამომდინარე შეუძლებელს სულ არ ჰგავს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას მეორეხარისხოვანის სტატუსი მიენიჭება. შემადგენლობიდან გამომდინარე, „ჩელსი“ მხოლოდ ჯგუფის კი არა, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტიც არის.

Chelsea 3-0 Aston Villa: Romelu Lukaku and Mateo Kovacic score long-awaited  Stamford Bridge goals | Football News | Sky Sports

ლონდონურმა გუნდმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო, რაც მოსალოდნელიც იყო. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდი ძირითადად წარუმატებლად ასპარეზობს ხოლმე. ბუნებრივია, „ჩელსისთან“ მატჩშიც რუსები - აშკარა აუთსაიდერები არიან.

სავარაუდო შემადგენლობები

„ჩელსი“: მენდი - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი, ალონსო - საული, კოვაჩიჩი, ზიეჩი, ჟორჟინიო - ჰავერცი, ლუკაკუ

„ზენიტი“: კრიცუკი - სუტორმინი, ჩისტიაკოვი, რაკიცკი, სანტოსი - ეროხინი, კუზიაევი, ვენდელი, მოსტოვოი - აზმუნი, ძიუბა.

„მალმე“ – „იუვენტუსი“ (23:00)

შვედური „მალმე“ ის გუნდია, რომელიც ვარსკვლავებს ციდან არასდროს არ იტაცებდა. 2017 წლის შემდეგ პირველად გუნდმა შვედეთის ჩემპიონატი მოიგო და საკუთარი ქვეყნის ფარგლებში საშიშად გამოიყურება. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია გაცილებით მძიმედ არის. ჯგუფის აშკარა ფავორიტები „ჩელსი“ და „იუვენტუსი“ არიან. სავარაუდოდ, შვედები მხოლოდ ევროპა ლიგისთვის თუ იბრძოლებენ და ეს მათი გადმოსახედიდან საკმაოდ რეალურიც არის.



თუმცა, „იუვენტუსში“ სიტუაცია იდეალურად არ არის - რონალდუ წავიდა, სერია ა-ს სამ ტურში კი გუნდმა ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო და ალეგრი დაბრუნების შემდეგ ჯერ კიდევ სადებიუტო გამარჯვების მოლოდინშია. ამასთან ერთად, ტურინელებმა სატრანსფერო კამპანია აშკარად ჩააგდეს, რაზეც ღიად ისაუბრა ალეგრიმ მას შემდეგ, რაც ფანჯარა დაიხურა. მიუხედავად ამ მინუსებისა, „იუვენტუსი“ პლეი-ოფში გასვლის მთავარი ფავორიტი მაინც არის, რა თქმა უნდა „ჩელსისთან“ ერთად.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მალმე“: დიავარა, აჰმედჰოჯიჩი, ბრორსონი, უილსონი, ბეიმო, ნალიჩი - რაკიპი, ნანასი, ინოკენტი - აბუბაკარი, ბრიმანჩევიჩი

„იუვენტუსი“: შესნი - პელეგრინი, ბონუჩი, დე ლიგტი, სანდრო - რაბიო, დანილო, ლოკატელი, ბენტანკური - დიბალა, მორატა.

დანარჩენი შეხვედრები:

„ლილი“ – „ვოლფსბურგი“ (23:00)

„დინამო კიევი“ – „ბენფიკა“ (23:00)

„ვილიარეალი“ – „ატალანტა“ (23:00)