ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "არ მიმაჩნია, რომ მესის გარეშე ბარსელონა ბევრად უარესი გუნდი გახდა"

ნაგელსმანი: "არ მიმაჩნია, რომ მესის გარეშე ბარსელონა ბევრად უარესი გუნდი გახდა"
თარიღი 14 სექ 2021, 10:42

„ბაიერნის“ ახალგაზრდა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა, „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

მატჩი დღეს, 14 სექტემბერს „კამპ ნოუზე“, 23:00 საათზე გაიმართება.

„ამ გუნდს აღარ ჰყავს ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც მესია, თუმცა ჰყავთ სხვა ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის შეცვლა შეუძლიათ. ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად.

არ მიმაჩნია, რომ მესის გარეშე „ბარსელონა“ ბევრად უარესი გახდა. თუმცა, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში სამი ქულის მოსაპოვებლად ვითამაშებთ.“ - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

უკანასკნელი შეხვედრა ამ ორ გუნდს შორის 2020 წლის აგვისტოში შედგა, როცა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში „ბაიერნმა" „ბარსელონას" 8:2 მოუგო.