ასეთი რამ ლიგის ისტორიას არ ახსოვს! არბიტრმა ერთ ტაიმში ოთხი პენალტი დანიშნა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს „სევილია“ და „ზალცბურგი“ უპირისპირდებიან, სრული სიგიჟეები ხდება.
მატჩის პირველ ტაიმში არც მეტი არც ნაკლები 4 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
„ზალცბურგის“ რიგებში სამი პენალტის მოპოვება ახალგაზრდა კარიმ ადეიემიმ მოახერხა, რომელმაც მე-13 წუთზე მისი გატანა თავადვე ვერ მოახერხა.
21-ე წუთზე ბურთთან სუჩიჩი მივიდა და თავისი გუნდი დააწინაურა, მას 37-ე წუთზე ისევ პენალტით უკვე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მეორე დაარტყმა გააცუდა.
ანგარიში 42-ე წუთზე კი ივან რაკიტიჩმა, გაგიკვირდებათ და ისევ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
სამი პენალტის გარდა, ბულგარელმა არბიტრმა კულბაკოვმა 3 ყვითელი ბარათიც აჩვენა - ორი სევილიელებს და ერთი - ავსტრიელებს.
აღნიშნული ფაქტი (ერთ ტაიმში 4 პენალტი) სულ ცოტა 2003/04-წლების შემდეგ პირველად მოხდა. სწორედ მას შემდეგ ინახება ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკები და მას შემდეგ ისტორიას მსგავსი არაფერი ახსოვს.