» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

უმაღლესი ლიგის მე-6 ტური - "სიონმა" "მეტალურგს" მოუგო, "ტორპედომ" - "სამტრედიას"



20 და 21 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩები. გთავაზობთ ამ შეხვედრების მიმოხილვას. ბათუმის "დინამო" "სპარტაკთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა აღნიშნული ტურის პირველ დღეს თავისი შეხვედრა ჩაატარა წლევანდელ სეზონში უმაღლესი ლიგის დებიუტანტმა - ბათუმის "დინამომ". აჭარლებმა ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლეს. მატჩი არც ისე სანახაობრივი გამოდგა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. ამ ბურთის კარის ბადეში მოთავსება "სპარტაკელთა" მხრიდან ლევან ჩაფოძემ შეძლო. მან მე-11 წუთზე მოახერხა მეტოქის დამწუხრება. როგორც აღვინიშნა, დარჩენილი დროის განმავლობაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. ამ წაგების შემდეგ "დინამო" 9 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. ხოლო, "სპარტაკს" კი 10 ქულა აქვს და ბათუმელებზე ორი საფეხურით მაღლა დგას გათამაშების ცხრილში. "ვიტ ჯორჯიამ" გასვლაზე ზუგდიდის "ბაია" დაამარცხა მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს ზუგდიდის "ბაია" "ვიტ ჯორჯიას" დაუპირიპირდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრამდე ჩატარებულ ხუთ მატჩში ზუდიდელებს გამარჯვება არ ჰქონდათ მოპოვებული. მეგრელთა სამწუხაროდ, ეს ტენდენცია არც ახლა დაირღვა. შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რაც ძალიან მალე გოლში აისახა: უკვე მე-2 წუთზე შოთა ლომიამ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა. თუმცა, მათი სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა. სულ რაღაც 9 წუთში "ვიტ ჯორჯიას" ლეგიონერმა მატიუმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება. სტუმრებმა შეხვედრაში კიდევ ორი გოლი გაიტანეს: 29-ე წუთზე მურუსიძემ, ხოლო 54-ეზე კი გეტიაშვილმა შეძლეს გატანა. საბლოო ანგარიში 1-3 დაფიქსირდა. ამ გამარჯვების შემდეგ "ვიტ ჯორჯია" 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. ხოლო, "ბაიამ" ამ შედეგით კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა და იგი ახლა 3 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. "გურიამ" "მერანს" სძლია კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, ლანჩხუთის "გურიასა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირებაა. არც ეს შეხვედრა განეკუთვნებოდა სანახაობრივ თამაშებს. ეს ყოველივე გასული გოლების რაოდენობაზეც აისახა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ის იყო, რომ 72-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა სტუმრების კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომლის გამოყნებაც ლანჩხუთელთა მხრიდან ჟვანიამ შეძლო. ეს ერთადერთი გატანილი გოლი აღმოჩნდა შეხვედრაში. ამ გამარჯვების შემდეგ გურულები 8 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო "მერანი" კი 4 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს. "სამტრედია" საკუთარ მოედანზე "ტორპედოსთან" დამარცხდა უმაღლესი ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა - "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრის პირველმა ნახევარმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა გაშვებული გოლის გარეშე დასრულდა. ცოტა უცნაურია, მაგრამ ქუთაისელთა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა 44-ე წუთზე გააკეთა პირველი ცვლილება. ფიფიას მაგივრად კვერნაძე შემოვიდა მინდორზე. შეხვერაში პირველი და უკანასკნელი გოლის გატანა "ტორპედოს" მხრიდან თავური დარტყმით კვერნაძემ შეძლო. ამის შემდეგ სამტრედიელებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 0-1 დასრულდა. "ტორპედო" 11 ქულით მე-2 ადგილზეა. ხოლო, "სამტრედიას" კი 10 ქულა აქვს და "ჩიხურასთან" მე-4 ადგილს იყოფს. "სიონმა" "მეტალურგათან" ამ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღეს ბოლნისის "სიონმა" რუსთავის "მეტალურგთან" გააგორა ბურთი. მატჩის პირველმა ნახევარმა მასპინძლების უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრის 28-ე წუთზე გიორგი კახელიშვილმა შეძლო "სიონის" წინ გაყვანა. ამ ტაიმის მიწურულს მსაჯმა რუსთავლეთა კარის მიმართიულებით პენალი დანიშნა, რომელიც უგულავამ გამოიყენა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მეორე ნახევრის დასაწყისში ბოლნისელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 52-ე წუთზე ლობჯანიძემ შეძლო მეტოქეთა დამწუხრება. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე გაქვითეს. ამ მომენტში რუსთავლეთა მხრიდან ლობჟანიძე გამოირჩა. ასევე იხილეთ: “შუქურამ” “ზესტაფონს” ბოლოს წინა წუთზე 2 ქულა წაართვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ფეხბურთელი, რომლის შეძენის აუცილებლობაშიც რეალი დარწმუნებულია

Marca-ს ინფორმაციით, ედუარდო კამავინგა „რეალს“ თავს დღითიდღე უფრო მეტად აწონებს.

დღეს, 13:04

ფრანგულ ტელეარხს მესი მის ირანელ ორეულში აერია [ფოტო]

ფრანგულ ტელეარხ M6-ს ლიონელ მესი და მისი ირანელი ორეული, რეზუ პარასტეში აერია ერთმანეთში.

დღეს, 12:53

ფერდინანდი: "რაოდენ არ უკმაყოფილოებიც არ უნდა იყვნენ ლივერპულის ქომაგები, სეზონი უნდა განულდეს"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-კაპიტანმა, რიო ფერდინანდმა, კორონავირუსით გამოწვეულ პაუზაზე ისაუბრა.

დღეს, 12:44

ზუსტად 36 წლის წინ ლივერპულმა დაამყარა რეკორდი, რომელიც დღემდე არავის გაუმეორებია

1984 წლის 29 მარტს გაიმართა ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი „ლივერპულსა“ და „ევერტონს“ შორის.

დღეს, 12:28

ბარსელონაზე რამდენით ნაკლებს ხარჯავს რეალი ფეხბურთელების ხელფასებზე?

როგორც გითხარით, კორონავირუსის დროს, მადრიდის „რეალი“ თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას არ გეგმავს.

დღეს, 12:12

იმისთვის, რომ ფერგიუსონთან ბრძოლა შედგეს, ხაბიბმა რუსეთის ტერიტორია დღეს უნდა დატოვოს

30 მარტის შუაღამიდან, რუსეთში დროებით შეჩერდება საერთაშორისო საავტომობილო, რკინიგზის, საფეხმავლო, საზღვაო და სახმელეთო მიმოსვლები.

დღეს, 12:04

ბაიერნის ექს-ფეხბურთელმა: "შესაძლოა, გიოტცე ფულმა გააფუჭა, ისევე როგორც იოზილი"

მიუნხენის „ბაიერნის“ ექს-ნახევამრცველმა, მიხაელ რუმენიგემ, დორტმუნდის „ბორუსიას“ მარიო გიოტცე გააკრიტიკა.

დღეს, 12:01

დე იონგი და იოვიჩი - წლის იმედგაცრუებათა შორის არიან, აზარი - არა

ესპანურმა გამოცემა AS-მა, ლა ლიგის ახალწვეულებს შორის, წლის იმედგაცრუებები დაასახელა.

დღეს, 11:51

რამდენია ტერ შტეგენის ბარსელონადან გამოსასყიდი თანხა?

მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლისთვის მზადებას შეუდგა.

დღეს, 11:45

რეალი, ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ნიჭიერი ნახევარმცველისთვის იბრძვიან [VIDEO]

ერთბაშად ოთხი ევროპული გრანდი „ესპანიოლის“ ფეხბურთელისთვის იბრძვის.

დღეს, 11:28

"სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი", - ლუის ენრიკე რამოსის თვისებებს აქებს

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისი გუნდის კაპიტანზე საუბრობს.

დღეს, 11:20

ბარსელონას ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება იმიტომ არ უნდათ, რომ მსგავსი რამ რეალში არ ხდება

უარის მიუხედავად, ხოსეპ ბართომეუ „ბარსელონას“ ფეხბურთელების“ ხელფასის შემცირებაზე დათანხმებას მაინც ცდილობს.

დღეს, 11:17

გოდინი: "იტალია კორონავირუსს უშუალოდ ჩინეთის პრობლემად მიიჩნევდა და ზომებს არ იღებდა"

„ინტერის“ ურუგვაელმა მცველმა, დიეგო გოდინმა, ევროპაში კორონავირუსის გავრცელებაზე ისაუბრა.

დღეს, 10:56

რონალდუმ დედის ინსულტის გადატანის შემდეგ, მასთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა [ფოტო]

„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ, სოციალურ ქსელში, დედამისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

დღეს, 10:48

ტერ შტეგენი: "ხალხს ეცინება, როცა ვამბობ რომ ფეხბურთი არ მიყვარს, არადა არქიტექტურა მირჩევნია"

„ბარსელონას“ მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა აღიარა, რომ ფეხბურთში დიდად ვერ ერკვევა.

დღეს, 10:42

ჟირუ: "იანვარში ინტერში გადასვლა შემეძლო..."

ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ამბობს, რომ ზამთარში მას გუნდის დატოვება შეეძლო.

დღეს, 03:12

ანტონიო კონტეს ქველმოქმედება დისტანციური სწავლებისთვის

მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კორონავირუსთან საბრძოლველად ქველმოქმედება გაიღო.

დღეს, 03:08

კრაუჩი რონალდოზე: "მეთქი მეტყვის, პიტერ როგორ ხარო, მან კი საერთოდ ვერ მიცნო"

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი ბრაზილიელ რონალდოზე სახალისო ისტორიას იხსენებს.

დღეს, 02:58

"ის მსოფლიოში საუკეთესოა და რეალში რეკორდებს დაამყარებს", - ბელგიის მწვრთნელმა კურტუა შეაქო

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა "რეალის" გოლკიპერი ტიბო კურტუა შეაქო.

დღეს, 02:52

რომა ექიმებს აფასებს - 5 ათასი ბილეთი უფასოდ!

იტალიაში ვითარება კვლავ კრიტიკულია და ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ჩემპიონატი.

დღეს, 02:44

"რთულია იმის წარმოდგენა, რომ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა" - ლივერპულის ყოფილი მცველი არნოლდზე

"ლივერპულის" ყოფილმა მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა ამ გუნდის და ამ პოზიციის ამჟამინდელი ფეხბურთელი ალექსანდრ-არნოლდი შეაქო.

დღეს, 02:41

უეფას პრეზიდენტი: "შესაძლოა, ეს სეზონი დავკარგოთ"

კორონავირუსის გამო, შესაძლოა ეს სეზონი ჩაიშალოს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა.

დღეს, 02:32

ბარსელონას ყოფილ მეკარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს, ყველასთვის ცნობილი რუშტუს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დღეს, 02:28

კარაგერმა ერთმანეთს მოურინიო და გვარდიოლა შეადარა: "მწვრთნელი რომ ვიყო, მას მივბაძავდი"

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა ერთმანეთს ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

დღეს, 02:25

ლოკომოტივის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა.

დღეს, 01:15

VIDEO: ფეხბურთი გაჩერებულია: ქართველმა ფეხბურთელმა კი ბელარუსის ჩემპიონატში გაიტანა

ბელარუსის ჩემპიონატის მეორე ტურში "გოროდეა" "შახტიორს' დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

დღეს, 01:04

რატომ არ აკლებს ფეხბურთელებს ხელფასს მადრიდის რეალი?

მადრიდის „რეალი“ კორონავირუსის დროს საკუთარ თანამშრომლებს ხელფასს არ აკლებს.

გუშინ, 23:19

იუვენტუსი ფეხბურთელებს მარტიდან ივნისამდე საერთოდ უხელფასოდ დატოვებს

„იუვენტუსის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფეხბურთელები 3 თვე საერთოდ უხელფასოდ იქნებიან.

გუშინ, 23:12

არც მესი და არც რონალდუ - ვეინალდუმმა თავისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

„ლივერპულის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, ჯორჯინიო ვეინალდუმმა, კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა.

გუშინ, 22:54

ველა: "არსენალი იყო ადგილი, საიდანაც რაც შეიძლება სწრაფად წასვლა მინდოდა"

მექსიკელმა თავისი ლონდონური კარიერის ეტაპი გაიხსენა.

გუშინ, 22:50

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10