VIDEO: განსხვავებული სცენარი, იგივე შედეგი - ბაიერნმა ბარსელონა კვლავ გაანადგურა
პრემიერ ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბარსელონა“ შინ „ბაიერნთან“ 0:3 განადგურდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე თომას მიულერმა გაიტანა, რომლის შორეულ დარტყმასაც რიკოშეტი და ტერ შტეგენის კარის აღება მოჰყვა.
მეორე ნახევარში კი „ბარსელონას“ კარში ორი გოლის გატანა „ბაიერნის“ ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ მოახერხა, თანაც ორივეჯერ - დამატებაზე.
„ბაიერნმა“ შეტევის დროს ბურთი ძელს მოარტყა, საჯარიმოში კი ლევანდოვსკიმ ორივეჯერ ყველას აჯობა და „ბარსას“ კარი აიღო.
პოლონელმა გოლები 56-ე და 85-ე წუთებზე შეაგდო.
ამრიგად, „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ კვლავ ვერაფერი დაუპირისპირდა და ისევ განადგურდა.