ავტორიზაცია

VIDEO: ჩელსიმ ზენიტის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში ლუკაკუს გოლით გატეხა

VIDEO: ჩელსიმ ზენიტის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში ლუკაკუს გოლით გატეხა
თარიღი 15 სექ 2021, 00:51

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ჩელსიმ“ შინ „ზენიტი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ 69-ე წუთზე, სეზარ ასპილიკუეტას პასით გაიტანა და რუსული გუნდის წინააღმდეგობა მაინც გატეხა.

ამრიგად, „ჩელსიმ“ ჯგუფში პირველი სამი ქულის დაგროვება მოახერხა.