ავტორიზაცია

ისტორიაში პირველად - ბარსელონას საშინელი შედეგი საშინაო შეხვედრაში

ისტორიაში პირველად - ბარსელონას საშინელი შედეგი საშინაო შეხვედრაში
თარიღი 15 სექ 2021, 01:10

„ბარსელონამ“ „ბაიერნთან“ გამართულ შეხვედრაში ძალიან სუსტი წარმოდგენა დატოვა.

გარდა იმისა, რომ კატალონიელები მიუნხენელებთან კვლავ განადგურდნენ (ამჯერად 0:3), რონალდ კუმანის შეგირდებმა რეალური საგოლე მომენტის შექმნაც კი ვერ მოახერხეს.

როგორც WhoScored-ი იტყობინება, „ბარსელონამ” პირველად საშინაო მატჩი (ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში) ისე, რომ მეტოქის კარში ზუსტი დარტყმაც კი არ განუხორციელებია.

კატალონიელებს 5 მცდელობა ჰქონდათ, თუმცა მანუელ ნოიერის კარს 5-ვე ეს გასროლა ასცდა და გერმანელ მეკარეს საქმეში ჩართვა არცერთხელ არ დასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკას ზემოთხსენებული გამოცემა 2009/10-სეზონის შემდეგ აწარმოებს და სწორედ ამის შემდეგ არ დაფიქსირებულა „ბარსელონას“ ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს.

სტატისტიკის და „ბაიერნის“ მოყვარულებისთვის ასევე კიდევ ერთი სასიხარულო რამ მოხდა - რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანული გუნდის მაისურით ზედიზედ  მე-18 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, ამ პერიოდში მას უკვე 29 გოლი დაუგროვდა.