ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "მინდა, რომ გორეცკა დარჩეს და ერთად მრავალი წელი ვიმუშავოთ"

ნაგელსმანი: "მინდა, რომ გორეცკა დარჩეს და ერთად მრავალი წელი ვიმუშავოთ"
თარიღი 15 სექ 2021, 10:25

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ნახევარმცველ ლეონ გორეცკას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა, რომელსაც მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

"ლეონი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბედნიერი ვიქნები, თუ მასთან წლების განმავლობაში ვიმუშავებ. გორეცკას ძალიან ვაფასებ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ნახევარმცველია".

"ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა თავის გუნდში ასეთი ფეხბურთელის ხილვას", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Goal.com.

აქამდე არსებული ცნობით, 26 წლის გერმანელისთვის აგენტი ახალ გუნდს ეძებს, მისი დამატებით "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულები.