ავტორიზაცია

ოლმოსთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა

ოლმოსთვის ბრძოლაში ფავორიტი უკვე გამოიკვეთა
თარიღი 15 სექ 2021, 11:43

"ლაიფციგის" ნახევარმცველი, დანი ოლმო "ბარსელონაში" 2022 წელს გადავა, იტყობინება ესპანელი ჟურნალისტი, მარია გარიდო. 23 წლის ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდში ტრანსფერის გამო ხელფასის შემცირებას დათანხმდა.

"ლურჯ-ბროწეულისფრები" ოლმოს ხელში ჩაგდებას გასული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ცდილობდნენ. "ლაიფციგს" "ბარსამ" 58 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

შეგახსენებთ, ოლმო "ბარსელონას" აღზრდილია. მან კლუბი 2014 წელს დატოვა და ზაგრების "დინამოს" შეუერთდა. 2020 წლის იანვარში "ლაიფციგმა" მასში 22 მილიონი ევრო გადაიხადა.

აქვე დავამატებთ, რომ კატალონიაში დაბრუნების სურვილი თავად "ლაიფციგის" შემტევმაც დააფიქსირა. "ბლაუგრანასა" და "რედ ბულსს" შორის მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს.