ავტორიზაცია

"პრობლემები პირველი 7-8 წუთის განმავლობაში გვქონდა", - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩზე

"პრობლემები პირველი 7-8 წუთის განმავლობაში გვქონდა", - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩზე
თარიღი 15 სექ 2021, 14:24

"ბავარიის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" სტუმრად მოპოვებული გამარჯვება შეაფასა  (3-0).

"ვფიქრობ, რომ გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, რაც გადამწყვეტი მომენტი იყო ჩვენთვის. ასევე მშვენივრად გავართვით თავი დაცვაში თამაშს.

ჩვენ გვქონდა პრობლემები პირველი 7-8 წუთის განმავლობაში - გვაკლდა სიმტკიცე და არ ვიყავით საკმარისად გამბედავები, მაგრამ შემდეგ  შევიტანეთ კორექტივები ჩვენს თამაშში.

ყოველთვის კარგია, როდესაც გოლს არ უშვებ. ასეთ შემთხვევაში გამარჯვების ბევრად მაღალი შანსია, თანაც იმის გათვალისწინებით, თუ როგორი შესაძლებლობები აქვს შეტევაში ჩვენს გუნდს.

უზომოდ მოხარული ვარ, რომ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან მიწევს მუშაობა". - დაასრულა ნაგელსმანმა.

კუმანი: "2:8? ეს ერთი წლის წინ იყო, მაგრამ ამის დავიწყება შეუძლებელია"