ავტორიზაცია

კამპ ნოუზე სერხი რობერტოს უსტვინეს, მატჩის შემდეგ ფეხბურთელი გასახდელში ატირდა

კამპ ნოუზე სერხი რობერტოს უსტვინეს, მატჩის შემდეგ ფეხბურთელი გასახდელში ატირდა
თარიღი 15 სექ 2021, 16:49

ცნობილი გახდა, თუ რა რეაქცია ჰქონდა "ბარსელონას" ნახევარმცველს, სერხი რობერტოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბაიერნთან" (0:3) "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივართა საქციელზე.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS ავრცელებს.

მოგეხსენებათ, 29 წლის ესპანელი სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, მაგრამ 59-ე წუთზე მის ნაცვლად მინდორზე იუსუფ დემირალი მოგვევლინა. მოედანი რობერტომ ფანების სტვენის ფონზე დატოვა. 

გულშემატკივრების ნეგატიური რეაქციის გამო, რობერტო გასახდელში ატირდა. თანაგუნდელები მას ამშვიდებდნენ, კატალონიელთა მცველმა, ხერარდ პიკემ კი ფანები გააკრიტიკა კიდეც.

ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე "ბარსელონას" მომდევნო მეტოქე ლისაბონის "ბენფიკა" იქნება. მატჩი 29 სექტემბერს, პორტუგალიაში გაიმართება.