ავტორიზაცია

"ახალი ტურნირის პროექტი შევისწავლე და მზად ვარ მასში 10 მლრდ ევრო ჩავდო", - ნაპოლის პრეზიდენტი

"ახალი ტურნირის პროექტი შევისწავლე და მზად ვარ მასში 10 მლრდ ევრო ჩავდო", - ნაპოლის პრეზიდენტი
თარიღი 15 სექ 2021, 17:08

"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ევროპული ფეხბურთის რეფორმირების სურვილი გამოთქვა.

"სისტემა აღარ მუშაობს. ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას კლუბებისთვის საკმარისი შემოსავალი არ მოაქვს, ამ ტურნირებში მონაწილეობა გამართლებული აღარ არის. იმისათვის, რათა კონკურენტუნარიანი იყო, მაღალი დონის ბევრი ფეხბურთელი გჭირდება".

"ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფული უნდა დახარჯო, ევროპულ ტურნირებზე საპრიზო ფონდი კი ამას არ ითვალისწინებს. კლუბებმა უნდა შექმნან რაღაც უფრო თანამედროვე და ყველა მონაწილესათვის მომგებიანი ტურნირი".

"მატჩების ოდენობა უნდა შევამციროთ, მთელ ევროპაში უმაღლესი დივიზიონების რაოდენობასთან ერთად. აუცილებელია შეიქმნას ევროპული ლიგა, მასში დემოკრატიული გზით შესვლის სისტემით, გუნდების მიღწევებზე დაყრდნობით. პროექტი შევისწავლე და მზად ვარ 10 მილიარდი ევრო შევიტანო".

"თუ თამაშის წესებს არ შევცვლით და სპექტაკლს უკეთესს არ გავხდით, ახალგაზრდა ადამიანები დაგვტოვებენ და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ცენტრალური ნაწილი აღარ იქნება", - ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Daily Mail.