კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე ლეო მესის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედი" გუშინ "იანგ ბოიზთან" დამარცხდა - 1:2.
აღნიშნულ შეხვედრაში "ეშმაკუნების" მხრიდან ერთადერთი გოლი თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
ასე და ამგვარად, შვეიცარიული კლუბი გახდა 36-ე გუნდი, რომლის კარიც ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 36 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა აიღო.
ამ მიღწევით კრიშტიანუმ "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, ლიონელ მესის რეკორდი გაიმეორა, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ს რიგებში ირიცხება.
მოგეხსენებათ, რონალდუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ სატრანსფერო ბაზარზე ტურინის "იუვენტუსიდან" გადავიდა.