ავტორიზაცია

მომავალ ზაფხულს რეალიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ისკოს სერია ა-ს გრანდები ეპატიჟებიან

მომავალ ზაფხულს რეალიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, ისკოს სერია ა-ს გრანდები ეპატიჟებიან
თარიღი 15 სექ 2021, 17:56

"რეალის" ნახევარმცველი, ისკო ალარკონი "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, იტყობინება ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato.

როგორც იწერება, სერია ა-ს ორივე გრანდი 29 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას მომავალ ზაფხულს უფასოდ აპირებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ისკოს "სამეფო კლუბთან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან "რეალის" ფეხბურთელს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვის უფლება ექნება.

მიმდინარე სეზონში ისკომ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.