ავტორიზაცია

"ეს ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ამ ბიჭს ვიცნობ", - პიკემ სერხი რობერტოს გამო ბარსას ფანები გააკრიტიკა

"ეს ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ამ ბიჭს ვიცნობ", - პიკემ სერხი რობერტოს გამო ბარსას ფანები გააკრიტიკა
თარიღი 15 სექ 2021, 18:39

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე "ბაიერნთან" (0:3) გამართული მატჩის მიმდინარეობისას თანაგუნდელ სერხი რობერტოს მისამართით გულშემატკივრების სტვენას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, 29 წლის ესპანელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, მაგრამ 59-ე წუთზე შეცვალეს, "კამპ ნოუს" ტრიბუნებიდან სტვენის ფონზე.

"ეს ჩემთვის მტკივნეულია, რადგან ამ ბიჭს ვიცნობ, შესანიშნავი ადამიანია, რომელსაც კლუბი სხვებზე მეტად უყვარს".

"აგრეთვე, მინდა შევახსენო ადამიანებს, რომ ფლანგის მცველი არ არის. მისი პოზიცია მოედნის ცენტრშია, ნახევარდაცვაში. მსხვერპლს იღებს ამ პოზიციაზე თამაშით და ბევრ შემთხვევაში ეს უბრალოდ ფენომენალურად გამოსდის".

"ძალიან უსიამოვნოა, მაგრამ ხალხს თავისი აზრის გამოხატვის უფლება აქვს. მაგრამ პირადად ჩემთვის მსგავსი რამ მტკივნეულია", - ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal.com.