ავტორიზაცია

17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10 სხვადასხვა გუნდს შეხვდა და გოლი მხოლოდ ერთს ვერ გაუტანა

17 მატჩში 21 გოლი - ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდი 10 სხვადასხვა გუნდს შეხვდა და გოლი მხოლოდ ერთს ვერ გაუტანა
თარიღი 15 სექ 2021, 22:02

„ბორუსია დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე არანორმალური შედეგი აქვს.

ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ახალი სეზონის პირველ მატჩში „ბეშიქთაშს“ გაუტანა და ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამ ეტაპზე, ჰოლანდს ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მან უკვე 21 გოლის გატანა მოასწრო, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე ჰოლანდმა ეს 17 შეხვედრა 10 სხვადასხვა გუნდთან ჩაატარა და ერთადერთი გუნდი, რომელსაც მან გოლი ვერ გაუტანა - „მანჩესტერ სიტია“.

ეს 21 გოლი კი შემდეგ გუნდებზე ნაწილდება:

4 – „გენკის“ გარში, 4 „სევილიას“, 4 „ბრიუგეს“, 3 „ნაპოლის“, 1 „ზენიტის“, 1 „ლივერპულის“, 1 „ლაციოს“ და 1-ც „ბეშიქთაშის“ (ჯერჯერობით).