სასწაულები ენფილდზე! მილანის მინი-სტამბოლი მატჩის პირველ ტაიმში

სასწაულები ენფილდზე! მილანმა პირველ 45 წუთში პრაქტიკულად წაგებული მატჩი შემოატრიალა.
„ლივერპულისთვის“ განგაშს არაფერი მოასწავლებდა - ტომორიმ საკუთარ კარში ბურთი უკვე მე-9 წუთზე ჩაჭრა და მასპინძლები დაწინაურდნენ.
მე-14 წუთზე მერსისადული გუნდის სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა, რომელიც მოჰამედ სალაჰმა გააცუდა - ეგვიპტელმა მაიკ მაინანს ვერ აჯობა და „მილანი“ თამაშში დარჩა.
ტაიმის მიწურულს კი სტეფანო პიოლის გუნდმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა - „ენფილდზე“ პირველი ნახევარი სწორედ იტალიურმა გუნდმა 2:1 მოიგო და იურგენ კლოპს დიდი საფიქრალი გაუჩინა.
მეორე ნახევარში არანაკლებად საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გველის.
სხვა მატჩების ანგარიშები:
ატლეტიკო 0-0 პორტუ
ბრიუგე 1-1 პსჟ
ინტერი 0-0 რეალი
სიტი 3-1 ლაიპციგი
სპორტინგი 1-3 აიაქსი.