ავტორიზაცია

VIDEO: პსჟ-ს მაისურით მესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზეც შედგა – პარიზელებმა მოულოდნელად ბრიუგეს ვერ მოუგეს

VIDEO: პსჟ-ს მაისურით მესის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზეც შედგა – პარიზელებმა მოულოდნელად ბრიუგეს ვერ მოუგეს
თარიღი 16 სექ 2021, 00:59

ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" "ბრიუგეს" ესტუმრა.

მიუხედავად იმისა, რომ პარიზელები მოედანზე მრისხანე ტრიოთი გავიდნენ (ნეიმარი, მბაპე, მესი), აღნიშნული დაპირისპირება მოულოდნელად ფრედ დასრულდა - 1:1.

შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე ანდერ ერერამ გახსნა, რასაც 27-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტნის, ჰანს ვანაკენის ზუსტი დარტყმა მოჰყვა და წონასწორობა აღდგა.

ამის შემდეგ ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა, თუმცა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა და ქულები გაიყვეს.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის A ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" 28 სექტემბერს "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლებს, რომელმაც თავის მხრივ შინაურ კედლებში "ლაიფციგი" 6:3 დაამარცხა.

ვიდეომიმოხილვა