ავტორიზაცია

VIDEO: რეალმა ჯუზეპე მეაცა ისევ აიღო! ანჩელოტის გუნდმა როდრიგოს გოლით ბოლო წუთებზე მოიგო

VIDEO: რეალმა ჯუზეპე მეაცა ისევ აიღო! ანჩელოტის გუნდმა როდრიგოს გოლით ბოლო წუთებზე მოიგო
თარიღი 16 სექ 2021, 01:00

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში „რეალმა“ სტუმრად „ინტერი“ 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველ ტაიმში მასპინძლები უკეთსებიც იყვნენ, თუმცა ტიბო კურტუამ რამდენჯერმა თავისი გუნდი დიდებული სეივით გადაარჩინა.

მეორე ნახევარში „რეალმა“ თამაში გაათანაბრა და ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსები, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა მადრიდელებმა მოიპოვეს - მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულებმა ედუარდო კამავინგამ და როდრიგომ „ინტერის“ საჯარიმოში კარგი კომბინაცია გაითამაშეს და „ბლანკოსს“ სამი ქულა მოუტანეს.