ავტორიზაცია

"შესანიშნავი გუნდია და ყველაფერი ან არაფერის პრინციპით თამაშობს", - გვარდიოლა

"შესანიშნავი გუნდია და ყველაფერი ან არაფერის პრინციპით თამაშობს", - გვარდიოლა
თარიღი 16 სექ 2021, 01:48

„მან.სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, „ლაიპციგთან“ გამართული მატჩი (6:3) შეაფასა.

„ლაიპციგი არასდროს არ ნებდება, ისინი განსხვავებულად უტევენ და ყველაფერი ან არაფერი რეჟიმში თამაშობენ.

არასდროს გიჩნდება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი დამთავრებულია. რამდენჯერმე გოლი მას შემდეგ მალევე გავიტანეთ, რაც საკუთარ კარში მივიღეთ, ეს ძალიან გვეხმარებოდა.

მათ ახალგაზრდა გუნდი ჰყავთ - ძალიან აგრესიული და ძლიერი. ფანტასტიკური გუნდი. „ლაიპციგი“ ფეხბურთს კარგ ნიშანს აძლევს. თუმცა, დღეს ჩვენი ფეხბურთელების სათამაშო ხარისხი უკეთესი იყო, ამიტომ ჩვენ მოვიგეთ.

ბოლო 3 მატჩში 16 გოლი გავიტანეთ. ვისურვებდი, რომ შაბათს მატჩზე უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს. ჩვენ დავიღალეთ და „საუთჰემპტონი“ ძალიან სახიფათოა. ყველა ჩვენს გულშემატკივარს ვეპატიჟები რომ შუადღის სამ საათზე გვეწვიოს და ჩვენს თამაშს უყუროს.“ - აღნიშნა გვარდიოლამ.