ავტორიზაცია

პირველი ფეხბურთელი ლეგენდარული ვან ბასტენის შემდეგ, რომელმაც ლიგის სადებიუტო მატჩში პოკერი მიითვალა

პირველი ფეხბურთელი ლეგენდარული ვან ბასტენის შემდეგ, რომელმაც ლიგის სადებიუტო მატჩში პოკერი მიითვალა
თარიღი 16 სექ 2021, 01:52

„აიაქსის“ ფორვარდმა სებასტიან ალერმა ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული სტარტი აიღო.

27 წლის ფეხბურთელმა თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გამართულ შეხვედრაში პოკერის შესრულება მოახერხა.

ალერისგან პორტუგალიის ჩემპიონი ლისაბონის „სპორტინგი“ დაზარალდა, „აიაქსმა“ კი მატჩი 5:1 მოიგო.

საინტერესოა, რომ სებასტიან ალერი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირის სადებიუტო მატჩში პოკერის გატანა მოახერხა.

პირველი ვინც ეს მოახერხა ლეგენდარული მარკო ვან ბასტენია, რომელმაც 1992 წლის ნოემბერში „მილანის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ალერი „აიაქსში“ „ვესტ ჰემიდან“ იანვრის დასაწყისში სარეკორდო 22.5 მილიონ ევროდ გადავიდა. 

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში, „აიაქსმა“ თავისი ახალწვეული შეცდომით ევროპა ლიგის განაცხადში ვერ შეიყვანა.