ავტორიზაცია

მრისხანე ტრიოს ორმაგად უიღბლო დასაწყისი - კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო

მრისხანე ტრიოს ორმაგად უიღბლო დასაწყისი - კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო
თარიღი 16 სექ 2021, 01:56

„ბრიუგესთან“ გასვლითი მატჩი „პსჟ-სთვის“ ყველა მხრივ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამ შეხვედრას მაყურებელი განსაკუთრებით დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, რადგან მესი - ნეიმარი - მბაპეს მრისხანე ტრიომ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ერთად პირველად დაიწყო. 

თუმცა, სამხრეთამერიკელებმა და ფრანგმა ბელგიელ მეტოქეს დიდად ვერაფერი დაუპირისპირეს - კილიან მბაპემ საგოლე პასით ანდერ ერერას გაატანინა, ლეო მესის მონაგარი კი ერთი სახიფათო მომენტია, როცა მისი დარტყმის შემდეგ „ბრიუგე“ ძელმა იხსნა.

მბაპეს ასისტი და ერერას გოლი „პსჟ-სთვის“ მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა და „ბრიუგემ“ მრისხანე მეტოქესთან ქულის აღება შეძლო.

ამ ყველაფერთან ერთად კიდევ ერთი „პარიზისთვის“ სამწუხარო ამბავი ის არის, რომ ამ მატჩში კილიან მბაპემ 51-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა, მის ნაცვლად მოედანზე მაურო იკარდი გამოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის ტრავმა მიიღო ფრანგმა და მოუწევს თუ არა მას უქმად ყოფნა, თუმცა მან მოედანი კოჭლობით დატოვა.