ავტორიზაცია

ვის ველოდოთ დღეს? - ქართველი ლეგიონერები ევროტურნირებში ერთვებიან

ვის ველოდოთ დღეს? - ქართველი ლეგიონერები ევროტურნირებში ერთვებიან
თარიღი 16 სექ 2021, 10:01

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტურის მორჩენის შემდეგ საქმეში ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის გუნდები ერთვებიან.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმომადგენელი არ გვყავს, ხოლო ევროპა ლიგაზე 2 ქართველის გუნდით წარვსდგებით, კონფრენს ლიგაზე კი 3-ით.

ევროპა ლიგაზე გიორგი ხარაიშვილისა და ლაშა დვალის ფერენცვაროში გერმანულ ლევერკუზენს დაუპირისპირდება. მატჩი 20:45 საათზე დაიწყება, თუმცა არცერთი ქართველი განაცხადში არაა.

მოგვიანებით, 23:00 საათზე ოთარ კიტეიშვილის შტურმი მონაკოს შეხვდება. დიდი ალბათობით, 25 წლის ქართველ ნახევარმცველს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება კონფერენს ლიგას, აქ პირველ მატჩს გიორგი ჩაკვეტაძის გენტი ესტონური ფლორას წინააღმდეგ თამაშობს. 22 წლის შემტევი განაცხადშია.

20:45 საათზე ბრატისლავაში ქართული დერბია. ვლადიმირ ვაისის მიერ დამოძღვრილი გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას სლოვან ბრატისლავა დავით ხოჭოლავას კოპენჰაგენს დაუპირისპირდება. 

შტურმის მსგავსად, 23:00 საათზე აქვს თამაში თემურ ქეცბაიას ანორთოსისს სერბული პარტიზანის წინააღმდეგ. განაცხადშია ფამაგუსტელთა 3-ვე ქართველი: გიორგი ლორია, ნიკა ნინუა და ნიკა კაჭარავა.

GOAL.GE ქართველ ლეგიონერებს აღნიშნულ მატჩებში წარმატებებს, ჯანმრთელობას და შედეგიან თამაშს უსურვებს.

"სილესენის პრობლემებს მამარდაშვილის გამოჩენაც დაემატა", - Marca ვალენსიას მეკარეების შესახებ