ვინ დასახელდა ლივერპულისა და მილანის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად?
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" "ენფილდზე" "მილანს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
აღნიშნული დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად მერსისაიდელთა კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი დასახელდა, რომელმაც 69-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
შეხვედრის მიწურულს ჰენდერსონი მოედნიდან გავიდა და მის ნაცვლად მინდორზე ჯეიმს მილნერი მოგვევლინა.
"დინამიკა და სრული თავდადება. პლიუს გადამწყვეტი გოლი ამ მართლაც კარგ შემტევ თამაშში, რომლის მოგებაც რთული იყო", - აღნიშნა უეფას ტექნიკურმა დამკვირვებელმა, რობერტო მარტინესმა.
"ალექსანდერ-არნოლდმა და რობერტსონმაც მაღალ დონეზე ითამაშეს, მაგრამ ჰენდერსონს ინდივიდუალური ოსტატობის განსაკუთრებულად გასაოცარი გამოვლენის გარეშეც შეუძლია მიიღოს ეს ჯილდო, როგორც მაღალი დონის გუნდური თამაშის მაგალითმა", - დასძინა უეფას წარმომადგენელმა.