ავტორიზაცია

"ამას ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, სიზმარს ჰგავს", - აიაქსის ფორვარდი ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებულ პოკერზე

"ამას ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, სიზმარს ჰგავს", - აიაქსის ფორვარდი ჩემპიონთა ლიგაზე შესრულებულ პოკერზე
თარიღი 16 სექ 2021, 11:38

"აიაქსის" თავდამსხმელმა, სებასტიან ალემ ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგთან" (5:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ დაპირისპირებაში ამსტერდამელთა ფორვარდმა ოთხი გოლი გაიტანა.

"ამას ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. სიზმარს ჰგავს. მეტზე ვერც კი ვიფიქრებდი. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ვეცდები დღეს სიამოვნება მივიღო. უბრალოდ ვცდილობდი ნაკლებად ემოციური ვყოფილიყავი, რადგან ასეთ ახალგაზრდა ასაკში ასეთ მატჩებში თამაში ოცნებაა".

"უბრალოდ მოწინააღმდეგეზე და ჩემს საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული. დღეს ამ ყველაფრისთვის ჩემს თანაგუნდელებს მადლობას ვუხდი".

"გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. ძალიან ძლიერი გამოსვლა იყო. თანაგუნდელები უბრალოდ წარმოუდგენლები იყვნენ, არა მხოლოდ ფიზიკურობის თვალსაზრისით, არამედ ტაქტიკურადაც. საკმაოდ ძლიერად ვითამაშეთ, მეტოქეს თავისუფლად სუნთქვის უფლება არ მივეცით და ეს ყველაფერი სტუმრად".

27 წლის კოტდ'ივუარელმა ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში პოკერი გაიფორმა. მან მარკო ვან ბასტენის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც "მილანის" მაისურით "გიოტებორგს" ოთხი ბურთი 1992 წელს გაუტანა.