ავტორიზაცია

"ეს არ იყო ის პსჟ, რომლის ხილვაც ჩვენ გვსურს", - ანელკამ პარიზელთა ფეხბურთელები გააკრიტიკა

"ეს არ იყო ის პსჟ, რომლის ხილვაც ჩვენ გვსურს", - ანელკამ პარიზელთა ფეხბურთელები გააკრიტიკა
თარიღი 16 სექ 2021, 13:15

"პსჟ"-ს ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლა ანელკა ჩემპიონთა ლიგაზე "ბრიუგესთან" (1:1) გამართულ მატჩში პარიზელთა ასპარეზობით იმედგაცრუებული დარჩა.

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, "პარი სენ ჟერმენი" საკუთარ თავს არ ჰგავდა.

"ინტენსივობის, მოედნის ცენტრში ბრძოლის, კარში დარტყმების თვალსაზრისით, "ბრიუგე" უკეთესი იყო. ყველა სფეროში, ასე რომ ვულოცავ მათ", - ციტირებს ანელკას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

"პსჟ"-სგან კარგ თამაშს ველოდით, მაგრამ ეს ის "პსჟ" არ იყო, რომლის ხილვაც გვსურს. არაფერი გამოვიდა. არ იყო ინტენსივობა, არც უკან მოძრაობა, არც წინ მოძრაობა. თუ პარიზელები ასე ითამაშებენ, ეს შეუძლებელი იქნება", - დასძინა ვეტერანმა.

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ამ ჯგუფის მეორე ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის", "ლაიფციგი" კი "ბრიუგეს" დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 28 სექტემბერს გაიმართება.