რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები რეიტინგში, 3 მარცხის შემდეგ?

ყოველი სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფიფა განახლებულ სანაკრებო რეიტინგს გვთავაზობს.
საქართველოს ნაკრებმა 3 მატჩი ჩაატარა და სამივე უშანსოდ წააგო.
ბათუმში გამართული კოსოვოსთან მატჩი 0:1 დავთმეთ, ესპანეთთან 4:0, ბულგარეთთან კი 4:1 წავაგეთ.
გასაკვირი არაა, რომ ჩვენმა ნაკრებმა რეიტინგში უკან დაიწია და 96-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საქართველოს ნაკრებს ვიეტნამმა გადაასწრო.