ავტორიზაცია

დორტმუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე მბაპეს რეკორდი დაამხო

დორტმუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგაზე მბაპეს რეკორდი დაამხო
თარიღი 16 სექ 2021, 13:51

"დორტმუნდის" ნახევარმცველმა, ჯუდი ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბეშიქთაშის" (2:1) კარის აღება მოახერხა.

როგორც OptaJoe იტყობინება, ინგლისელმა ფეხბურთელმა რეკორდი დაამყარა, იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ზედიზედ ორ მატჩში შეძლო გოლის გატანა.

ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგაზე 2020/21 წლების სეზონში "მანჩესტერ სიტისთან" (1:2) გამართულ საპასუხო 1/4 ფინალურ დაპირისპირებაშიც გაიტანა.

ცნობისთვის, "ქალაქელებთან" ზემოთნახსენები შეხვედრა გასულ სეზონში ბორუსიელთათვის ამ ტურნირზე უკანასკნელი აღმოჩნდა.

"ბეშიქთაშთან" შეხვედრის მომენტში ბელინგემს 18 წელი და 78 დღე შეუსრულდა. აქამდე, რეკორდი "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს (18 წლის და 85 დღის) ეკუთვნოდა, რომელიც 2017 წლის მარტში "მონაკოში" ასპარეზობისას დაამყარა.