ავტორიზაცია

ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ, გრიზმანს ვანდა მეტროპოლიტანოზე პირველივე მატჩში უსტვინეს

ბარსელონადან დაბრუნების შემდეგ, გრიზმანს ვანდა მეტროპოლიტანოზე პირველივე მატჩში უსტვინეს
თარიღი 16 სექ 2021, 15:25

"ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "პორტუსთან" (0:0) გამართულ მატჩში თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს უსტვინეს.

30 წლის ფრანგი, რომელიც ამ ზაფხულს დაბრუნდა მადრიდულ გრანდში "ბარსელონადან", აღნიშნული შეხვედრის 56-ე წუთზე მოგვევლინა.

ანტუანმა "ატლეტიკოში" დაბრუნების შემდეგ პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და ფანებმა მის დაწყებამდეც უსტვინეს და მოედანზე გამოჩენის დროსაც.

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" იყვნენ ის ფანების, რომლებიც გრიზმანს აპლოდისმენტებით შეხვდნენ, მაგრამ ფეხბურთელის წინააღმდეგ პროტესტი უფრო ხმამაღლა და ნათლად გამოიხატა.

მოგეხსენებათ, ანტუანი დღემდე "ბარსელონას" საკუთრებაშია და "როხიბლანკოში" იჯარის წესით ირიცხება, თუმცა მადრიდელებს მისი კონტრაქტის შესყიდვის უფლება აქვთ.