ავტორიზაცია

კუმანი: "დე იონგი შესაძლოა ნეიმარზე სახიფათოც კი იყოს"

კუმანი: "დე იონგი შესაძლოა ნეიმარზე სახიფათოც კი იყოს"
თარიღი 16 სექ 2021, 19:22

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი "პსჟ"-ს ერთ-ერთ ლიდერს, ნეიმარს შეადარა.

"ცენტრში ლუკი ნეიმარზე სახიფათოა. "ბარსელონას" ასეთი ტიპის შემტევი ფეხბურთელი არ ჰყოლია. ვფიქრობ, ნებისმიერ გუნდს უნდა ჰყავდეს დე იონგისნაირი ფორვარდი".

"ჯერ კიდევ გასულ წელს ვეუბნებოდი კლუბს, რომ დე იონგის დამატება ღირდა. უბრალოდ მინდოდა სხვადასხვა თავდამსხმელის გამოყენების შესაძლებლობა მქონოდა".

"თუ მატჩში ისეთი ბიჭია საჭირო, როგორიც ლუკია, მაშინ ითამაშებს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს Mundo Deportivo.

1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ 31 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით გადავიდა.მოგეხსენებათ, თავის მხრივ, ნეიმარი კატალონიელთა ღირსებას 2013 წლიდან 2017 წლამდე იცავდა.