ავტორიზაცია

ლივერპულმა სალაჰის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ეგვიპტელს "დაწინაურება" ელის

ლივერპულმა სალაჰის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - ეგვიპტელს "დაწინაურება" ელის
თარიღი 16 სექ 2021, 20:29

"ლივერპულის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იწერება, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და არ არის გამორიცხული, 29 წლის ეგვიპტელი მერსისაიდელთა ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე, "ლივერპულის" სუპერვარსკვლავი კვირაში დაახლოებით 200 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა სალაჰს მერსისაიდულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, მხარეებმა თანამშრომლობა შესაძლოა 2025 წლამდე გააგრძელონ.

შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი თავდამსხმელი "წითლებში" თამაშობს 2017 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 208 შეხვედრაში 129 გოლის გატანა მოასწრო.