ავტორიზაცია

ვაცკე: "სანჩო პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილს არასდროს მალავდა"

ვაცკე: "სანჩო პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილს არასდროს მალავდა"
თარიღი 16 სექ 2021, 21:35

"დორტმუნდის" წარმომადგენლებმა შემტევი ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე განცხადებები გააკეთეს.

"ჯეიდონმა სამშობლოში, ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნების აშკარა სურვილი გამოხატა. ყოველთვის პროფესიონალურად და კორექტულად იქცეოდა. ამიტომაც, მინდა მას "დორტმუნდის" ყველა წარმომადგენლის სახელით მადლობა გადავუხადო".

"ჯეიდონმა ჩვენთან ერთად გატარებულ ოთხ წელიწადში დიდ წარმატებებს მიაღწია, განსაკუთრებით გასული სეზონის დასკვნით ფაზაში, მნიშვნელოვანი გოლები და ასისტები შეიტანა გუნდის წარმატებაში", - განაცხადა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ.

21 წლის ინგლისელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. შეთანხმება თანამშრომლობის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.