ავტორიზაცია

"როცა რონალდუ დავინახე, მეგონა, რომ მოვკვდი", - სტიუარდი ქალი კრიშტიანუს ბოდიშზე

"როცა რონალდუ დავინახე, მეგონა, რომ მოვკვდი", - სტიუარდი ქალი კრიშტიანუს ბოდიშზე
თარიღი 17 სექ 2021, 08:38

სტიუარდმა ქალმა კომენტარი გააკეთა ინციდენტზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით "იანგ ბოიზსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" (2:1) შორის გამართულ მატჩში დაფიქსირდა.

აღნიშნული შეხვედრის დაწყებამდე, გახურებისას, მანიკუნიანელთა ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ შემთხვევით ბურთი სტიუარდს გაარტყა, ეს უკანასკნელი დაეცა და ცუდად გახდა.

36 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი უმალვე მივიდა ქალბატონთან და გაესაუბრა, მატჩის დასრულების შემდეგ კი თავისი მაისური აჩუქა.

"დარტყმა ძლიერი იყო, წავიქეცი. შემდეგ ჩემს წინ რონალდუ დავინახე და ვთქვი: "ღმერთო, მოვკვდი?" რონალდუმ მიპასუხა: "არა, არა. ბოდიში! როგორ ხარ?".

"ძალიან მეტკინა, მაგრამ როცა კრიშტიანუ დავინახე, ტკივილმა გამიარა", - ციტირებს სტიუარდი ქალის სიტყვებს Daily Star.

"რონალდუ ამჟამინდელი იუვენტუსით ჩემპიონთა ლიგას კვლავ ვერ მოიგებდა", - კაპელო