ავტორიზაცია

ვერნერი ჰოლანდის შემცვლელად — დორტმუნდი ზაფხულისთვის გეგმებს უკვე აწყობს

ვერნერი ჰოლანდის შემცვლელად — დორტმუნდი ზაფხულისთვის გეგმებს უკვე აწყობს
თარიღი 17 სექ 2021, 08:45

"დორტმუნდი" "ჩელსის" თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის შეძენის ვარიანტს განიხილავს, იტყობინება Bild.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის თანახმად, ბორუსიელები "არისტოკრატთა" 25 წლის შემტევს ერლინგ ჰოლანდის შემცვლელად განიხილავენ, რომლითაც არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება.

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნორვეგიელი ფორვარდი "დორტმუნდის" რიგებს დატოვებს.

ვერნერი "ჩელსიში" 2020 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას ლონდონელებთან 2025 წლამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არისტოკრატთა" შემტევის სატრანსფერო ფასი ამჟამად 65 მილიონ ევროს შეადგენს. ამ სეზონში მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.