"დიდ იმედს მაძლევს" - მიქაუტაძის კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ
ბელგიის თასის 1/32 ფინალი "სერანი" "ლოკერენს" დაუპირისპირდა, მარტივად, 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო "სერანის" ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე.
მიქაუტაძემ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და სამივე გოლი მის ანგარიშზეა.
"ბედნიერი ვარ, რადგან 90 წუთი დიდი ხანია არ მითამაშია და კარგია, რომ ახლა ამის საშუალება მომეცა.
თითქოს, არსად წავსულვარ. ჩემ კლუბში ვარ, ჰეთ-თრიკი კი დიდ იმედს და მოტივაციას მაძლევს სამომავლოდ", - განაცხადა მიქაუტაძემ.